ექსკურსიის გეგმა
(ალექსანდრე ჭავჭავაძის
სახლ-მუზეუმი )
|
საგანი
|
ქართული ენა და
ლიტერატურა
|
|
მოსწავლეთა ასაკი
|
15
– 16 წელი
|
|
სასწავლო
მიზანი
|
·
ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს ღირებულებითი
დამოკიდებულება ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მიმართ;
·
განუვითაროს ესთეტიკური ტკბობის,
თანაგანცდის უნარი;
·
თეორიული ცოდნის გაღრმავება
და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების ხელშეწყობა;ემოქმედების უკეთ შესწავლა
- გააზრება.
·
ალექსანდრე ჭავჭავაძის
ცხოვრებისა და შ
|
|
კავშირი მოსწავლეთა მიმდინარე სამუშაოებთან
|
მოსწავლეებმა
შეისწავლეს ალექსანდრე ჭავჭავაძის ბიოგრაფია, ლექსები: „ვისაც გსურთ“, „ ვაჰ, დრონი,დრონი“,
„ გოგჩა“, „სიყვარულო, ძალსა შენსა“.
მოიძიეს მასალა
რომანტიზმისა და რომანტიკოსების შესახებ,
დაინტერესდნენ სხვა რომანტიკოსებით, წაიკითხეს გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები.
|
|
მოსამზადებელი სამუშაოები
|
ექსკურსიის
დაგეგმვა, დირექციასთან შეთანხმება, მშობლებისა
და მოსწავლეების დახმარებით საორგანიზაციო საკითხების მოგვარება: სატრანსპორტო კომპანიასთან
შეთანხმება,
ამინდის პროგნოზის გაცნობა, მუზეუმის დირექციასთან დაკავშირება,
რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინება, წამლებისა და შესაბამისი ინვენტარის მომზადება,
საკვებისა და წყლის მომზადება.
|
|
მასწავლებლებისათვის
|
მინილექციის
მომზადება, მშობელთა კრების მოწვევა, ამინდის პროგნოზის დადგენა, ქცევის წესების
შემუშავება, მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა ინდივიდუალურად, შესაბამისი სამოსისა და აღჭურვილობის მომზადება,
უსაფრთხო საკვებისა და წყლის მომარაგება, ფოტოაპარატის, ვიდეოგადამღების, უბის წიგნაკის,
კალმის, სამედიცინო მუშაკის წამოყვანა, წამლების წამოღება.
|
|
მოსამზადებელი სამუშაოები მოსწავლეებისათვის
|
ინფორმაციის
მოძიება მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ამინდის პროგნოზის დადგენა, შესაფერისი სამოსის
მომზადება, პირადი ჰიგიენის ნივთების წამოღება, საყვარელი ნუგბარის წამოღება, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, წიგნაკი,ფანქრები,
გასართობი საშუალებები (ბურთი,ბადმინტონი, სალამური, ფანდური), სასურველია მშობლის
წამოყვანა.
|
|
რესურსები ექსკურსიისთვის
|
უსაფრთხო ტრანსპორტი,
სამედიცინო მუშაკი, პირველადი დახმარების ნივთები, ფოტოაპარატი, კამერა, გზამკვლევი,
საკვები, წყალი, ტელეფონი, გასართობი საშუალებები(ბურთი, ბადმინტონი, სალამური, ფანდური)
|
|
აქტივობები ექსკურსიის დროს
|
ექსკურსიამდე:
მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ისწავლიან
ალ. ჭავჭავაძის ლექსებს, წაიკითხავენ სერგი ჭილაიას წიგნს „ეკატერინე ჭავჭავაძე“,
მოაწყობენ წიგნის განხილვას, იმსჯელებენ იმდროინდელი საქართველოს საჭირბოროტო საკითხებზე.
ექსკურსიის
დროს:
მგზავრობის დროს გამართავენ ვიქტორინას, წაიკითხავენ
პოეტის ლექსებს, დააკვირდებიან ბუნებას, მასწავლებელი წაიკითხავს მინილექციას. მუზეუმში
დააკვირდებიან ექსპონატებს, ყურადღებით მოუსმენენ გიდს (გაითვალისწინებენ წინასწარ
შემუშავებულ ქცევის წესებს), გადაიღებენ ფოტო და ვიდეო მასალას, გაისეირნებენ ჭავჭავაძიანთ
ბაღში.
ექსკურსიის
შემდეგ:
საკლასო ოთახში
მოაწყობენ ფოტოგამოფენას, გამართავენ კონფერენციას თემაზე: „წინანდალის ბაღში ვაზი ყვაოდა“. შთაბეჭდილებების გაზიარების მიზნით, გამოვიყენებ
3,2,1 - ის მეთოდს: რა იცოდნენ, რა გაიგეს, რისი გაგება აინტერესებთ.
|