пятница, 1 января 2021 г.

დისტანციური სწავლება - დედაენის დღისადმი მიძღვნილი კალიგრაფიის კონკურსი ( 2020 წლის 14 აპრილი)

https://docs.google.com/presentation/d/1s8FUxQd-4sggdHsNEqzCA3hy8DG4PncV/edit#slide=id.p1

გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ნიმუში

 

გაკვეთილის გეგმის ფორმა

N 4

მასწავლებლის სახელი, გვარი:

პირადი ნომერი:

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო X ა კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა : 26 (სსსმ 1)

გაკვეთილის თემა: შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანი“ - როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა

 

გაკვეთილის მიზანი:  

 

·         მოსწავლემ უნდა შეძლოს  ტექსტის წაკითხვა, გაგება, გააზრება.

·         ისაუბრებს იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა მხატვრულმა ნაწარმოებმა.

·         გამოიყენებს კონტექსტსა და სქოლიოს სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად.

 

 

           გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან   

ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

 

·         საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა მხატვრულმა თუ პუბლიცისტურმა თხზულებამ;

 

 ქართ. X. 10.  მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.  

                     

·         იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეს: გაცნობით კითხვა, შესწავლით კითხვა, კითხვა ძირითადი ინფორმაციის ამოკრებისათვის; 

·         იყენებს სხვადასხვა საშუალებას (კონტექსტს, სიტყვათა აგებულების ცოდნას, ლექსიკონს) უცნობი სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად;

 

 

მიზანი სსსმ მოსწავლისათვის ( ადაპტირებული):

 

გრძელვადიანი მიზანი სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით.

 

ქართ. X. 10.  მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.

·         იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეს: გაცნობით კითხვა, შესწავლით კითხვა, კითხვა ძირითადი ინფორმაციის ამოკრებისათვის; 

 

      

 

 

 

 მოკლევადიანი მიზანი სსსმ მოსწავლისთვის ისგ- ის მიხედვი

 

·         მოსწავლე შეძლებს მხატვრული ტექსტის წაკითხვას გაცნობის მიზნით;

·         შეადგენს უცხო სიტყვათა ლექსიკონს და განმარტავს  სქოლიოს გამოყენებით ან  მასწავლებლის დახმარებით.          (სსსმ მოსწავლის დახასიათება იხ. დანართი N1).

 

 

 

 

 

 

 

 

N

 


აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზე

ბის ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით

დრო (წთ.)

1

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემასა და მიზნებს ,შეახსენებს შეფასების რუბრიკას.

შეფასება-განმავითარებელი

 

ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით.

საერთო საკლასო

 ფლიფჩარტზე დატანილი გაკვეთილის თემა , მიზანი და შეფასების კრიტერიუმები აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, რადგან მათ წინასწარ ეცოდინებათ რა შედეგს უნდა მიაღწიონ გაკვეთილის ბოლოს.ასევე  როგორ  შეაფასებს მასწავლებელი მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს.

2 წთ

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობის მიზანი :

გამოწვევის მიზნით წინარე ცოდნის გააქტიურება. საშინაო დავალების გამოკითხვა.

 

მოსწავლე ისაუბრებს იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა მხატვრულმა ნაწარმოებმა

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს გამოკითხავს საშინაო დავალებას (1-ლი თავის გეგმა) სურვილისამებრ.

შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმით  შეახსენებს მოსწავლეებს  წინარე ცოდნას.

კითხვები კლასისთვის:

1) სად ხდება პოემის I თავში აღწერილი მოქმედება;

2) როდი მიმართავდნენ მეფეები ნადიმობასა და ნადირობას?

3)ხომ არ გაიხსენებდით საქართველოს ისტორიიდან ,რომელი დიდი ისტორიული მოვლენები უკავშირდება ნადირობას? ( მოსწავლები დაასახელებენ ფარნავაზის, მირიან  მეფის, ვახტანგ გორგასლის ნადირობას.)

4) რა მოლოდინები გაქვთ რა შეიძლება მოხდეს როსტევან მეფის ნადირობის დროს მნიშვნელოვანი.

კითხვა სსსმ მოსწავლისათვის:

როგორ ფიქრობ, აჯობებს როსტევან მეფე ნადირობისას ავთანდილს?

მასწავლებლის უკუკავშირი. ,ზეპირსიტყვიერი კომენტარი.

„გონებრივი იერიში“ გამოყენებით. მოსწავლეები გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საერთო საკლასო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქართული ენა და ლიტერატურა X კლასი -

მანანა გიგინეიშვილი, ვახტანგ როდონაია, ლაურა გრიგოლაშვილი, ავთანდილ არაბული.

„ვეფხისტყაოსნის„ სასკოლო გამოცემა ნოდარ ნათაძის რედაქციით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7 წთ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობის მიზანი :

პირველ სტრიქონზე  დაკვირვებით მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს იმის შესახებ, თუ რაზე შეიძლება იყოს საუბარი  ტექსტში .

 

საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა მხატვრულმა ნაწარმოებმა.

 

აქტივობის აღწერა:

 

მასწავლებელი წარუდგენს მოსწავლეებს წასაკითხ ტექსტს ,ხმამაღლა წაუკითხავს მათ მხოლოდ პირველ სტროფს. მოსწავლეები  გამოთქვამენ ვარაუდებს მისი შინაარსის შესახებ .  მასწავლებელი წარმართავს მინი დისკუსიას და  კითხვა-პასუხის მეთოდით გამოათქმევინებს ვარაუდს, თუ ვინ შეიძლება აჯობოს ნადირობის დროს, ავთანდილის გამარჯვების შემთხვევაში როგორი ურთიერთდამოკიდებულება გაგრძელდება მათ შორის. მასწავლებლის უკუკავშირი.

 

ზეპირსიტყვიერი კომენტარი.

პირველი სტრიქონების მეთოდი.

 

საერთო საკლასო.

ფლიფჩარტზე დახაზულია ვარაუდების ღრუბელი. მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით ავსებს

ვარაუდების ღრუბელი

და  ჩამოწერს რამდენიმე შეჯერებულ ვარიანტს. რესურსი მოსწავლეებს დაეხმარება ვარაუდების გამოთქმის სტრატეგიის გამოყენებაში; ტექსტის შინაარსზე ფოკუსირებაში;

 

6 წთ

4

აქტივობის მიზანი: 

მოსწავლე გამოიყენებს  გაცნობით კითხვა, შესწავლით კითხვა, კითხვა ძირითადი ინფორმაციის ამოკრებისათვის; 

 

ტექსტის შინაარსის სიღრმისეულად გაგება

    აქტივობის აღწერა: თავდაპირველად  მოსწავლეები

მეწყვილესთან ერთად წაიკითხავენ  ტექსტს ჩუმად . უცნობ სიტყვებს განმარტავენ მასწავლებლის მიერ დარიგებული  „სიტყვის გამომძიებლისა

„ და სქოლიოს დახმარებით, საჭიროების შემთხვევაში  მათ ფასილიტაციას გაუწევს მასწავლებელი.

შემდეგ მასწავლებელი  დაფაზე აკრავს ფლიფჩარტს, რომელზეც საგანგებოდ მომზადებულია  ოთხუჯრიანი ცხრილი. პარალელურად მოსწავლეებს დაურიგებს წინასწარ გამზადებულ გრაფიკულ სქემას , სთხოვს მოსწავლეებს დაფიქრდნენ და  ტექსტიდან გამოყონ  ოთხი  მთავარი მოვლენა:   რა მოხდა დასაწყისში , შუა ნაწილში ( როგორ განვითარდა შუა ნაწილი) , ბოლოს და  დაასათაურონ   თითოეული ეპიზოდი.

აქტივობა სსსმ მოსწავლისათვის:

მოსწავლე კითხულობს  მხატვრულ ტექსტს  გაცნობის მიზნით;

აქტივობის აღწერა:

მოსწავლე მეწყვილესთან ერთად წაიკითხავს მათზე გადაცემულ სტროფებს, აქვე შეავსებენ „სიტყვის გამომძიებელს“.

 

დავალების დასრულების შემდეგ წყვილები თანმიმდევრობით  გააკეთებენ პრეზენტაციას.

მასწავლებლის უკუკავშირი,ზეპირსიტყვიერი კომენტარი.

 

 

მეთოდი მოვლენების ჯაჭვი

 

„ჩუმი კითხვა“

 

 

 

 

დასაწყისი

შუა ნაწილი

რამ დამაფიქრა

დასასრული

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„სიტყვის გამომძიებელი“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიტყვა

ვარაუდი

განმარტება

სოსანი

 

შროშანი

ბროლ-ბალახშოსანი

 

კანთეთრი და ბაგეწითელი

 

 

 

 

 

 

 

 

წყვილები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფერადი მარკერები ფლიფჩარტი

 

ეს რესურსი მოსწავლეს ეხმარება  ტექსტის მნიშვნელოვან ელემენტებზე დაფიქრებასა და შეჯამებაში. ამ რესურსის გამოყენებით მოსწავლეები: იაზრებენ ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს; სწავლობენ ინფორმაციის გამოყოფა დახარისხებას; ივითარებენ ანალიზის უნარს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

21 წთ.

5

აქტივობის მიზანი:

ტექსტის მხატვრული გააზრება , შინაარსის გამთლიანება.

 

  აქტივობის აღწერა: მრავალფეროვნებისა და ტექსტის მხატვრულად გააზრების მიზნით მასწავლებელი პროექტორის საშუალებით  მოსწავლეებს აჩვენებს, ანიმაციურ ვიდეორგოლს „როსტევანისა და ავთანდილის ნადირობა“.

მოსწავლეები გამოთქვამენ შთაბეჭდილებებს, მათ შორის სსსმ მოსწავლეც.

 

აქვე მასწავლებელი მოსწავლეებს დაავალებს ამოხსნან ტექსტში მოცემული მათემატიკური ამოცანა: „ყველაი ერთად მოკლული ...“

მოსწავლეები ხალისით შეასრულებენ დავალებას.

  მასწავლებლის უკუკავშირი,ზეპირსიტყვიერი კომენტარი.

 

ანიმაციური ფილმი

 

დაკავშირების მეთოდი.

 

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროექტორი , ანიმაციური

ფილმი.

 

ეს რესურსი ეხმარება მოსწავლეებს ტექსტის გამთლიანებაში, ასევე

ვიზუალური მასალა  ეხმარება საკითხის უკეთ აღქმაში, მოტივაციის ამაღლებაში.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=iiQEkwF0ezA

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5 წთ

7

მასწავლებელი გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ეკითხება, ხომ არ დარჩა ბუნდოვანი საკითხი, რომელიც გაუგებარია მათთვის, ხომ არ აქვთ კითხვები?  მოსწავლეთა ყურადღებას ამახვილებს რუბრიკაზე და იყენებს შეფასების ფორმებს:

თვითშეფასებასა და განმავითარებელ შეფასებას. . გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელი აკეთებს  ჩანაწერს წინასწარ მომზადებულ შეფასების რუბრიკაში. ,რუბრიკას იცნობენ მოსწავლეებიც.

 

დაკვირვება საკუთარი აზროვნების პროცესზე განმავაითარებელი შეფასება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი

თვითშეფასების კითხვარი

 

შეფასების სქემა- მოსწავლესა და მასწავლებელს უმარტივებს შეფასების პროცესს და ხელს უწყობს მის ობიექტურად წარმართვას

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2 წთ

8

საშინაო დავალების მიცემა: მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს ლექსიკური ერთეულების სქემის დასრულებას.

 

ინსტრუქტაჟი.

 

 

მთელი კლასი

 

2 წთ

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

 

 

·         მოსწავლემ შეძლო  ტექსტის წაკითხვა, გაგება, გააზრება.

·         ისაუბრა იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა მხატვრულმა ნაწარმოებმა.

·         გამოიყენა კონტექსტი და სქოლიო სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი N1

 

 

  სსსმ მოსწავლის ზოგადი დახასიათება

        სსსმ მოსწავლეს სტატუსის მინიჭების დროს დაუდგინდა ფსიქიკური განვითარების შეფერხება. მოსწავლე გაურბის  ვერბალურ კომუნიკაციას, ის მხოლოდ ჟესტებით (თავის დაქნევით) ან მზერით გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. მასწავლებლის, სპეცპედაგოგისა და მშობლის დახმარების გარეშე ვერ ასრულებს დავალებებს.

       სსსმ მოსწავლეს განწყობის შესაბამისად  შეუძლია ტექსტის  ხმამაღლა წაკითხვა, მითითებული სიტყვების ან ტექსტის შეძლებისდაგვარად გადაწერა,    მას დადებითად ჩაეთვლება ჟესტური ენით - თავის დაქნევით - გამოთქმული პასუხიც, კი ან არა.

 

 

 

შეფასების რუბრიკა სსსმ მოსწავლისათვის

 

კრიტერიუმები

დაბალი

საშუალო

მაღალი

მხატვრული  ტექსტის კითხვა.

კითხულობს ტექსტს  დამარცვლით.

კითხულობს ტექსტს  ხმადაბლა შეფერხებით.

 

კითხულობს ტექსტს  ხმამაღლა, გაბმულად.

 

ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა

ვერ იძიებს უცნობს სიტყვებს მითითებული ტექსტიდან.

იწერს უცნობ სიტყვებს მასწავლებლის დახმარებით.

იწერს უცნობ სიტყვებს დამოუკიდებლად

გაკვეთილზე ჩართულობა

არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

პერიოდულად ერთვება საგაკვეთილო პროცესში.

აქტიურად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

 

 

 

 

 

 

 

 

                      

 

 

 

 

 

 

  განმავითარებელი შეფასება  

კრიტერიუმები

           საშუალო

           კარგი

      შესანიშნავი

ტექსტის სტრუქტურა

 მოსწავლეს უჭირს თხრობითი ხასიათის ტექსტი დაყოფა მოვლენათა განვითარების მიხედვით.

 

მოსწავლეს კარგად შეუძლია თხრობითი ხასიათის ტექსტი დაყოფა მოვლენათა განვითარების მიხედვით.   თუმცა უჭირს დაასაბუთოს   საკუთარი თვალსაზრისი.

მოსწავლეს შეუძლია თხრობითი ხასიათის ტექსტი დაყოს მოვლენათა  განვითარების მიხედვით . დაასაბუთოს   საკუთარი თვალსაზრისი .

ტექსტის გაგება-გააზრება

მოსწავლე  ნაწილობრივ ჩასწვდა ტექსტის შინაარსს , გაუჭირდა ეპიზოდში ასახული მთავარი სათქმელი გააზრება.

 მოსწავლე ჩასწვდა ტექსტის შინაარსს , ნაწილობრივ გაიაზრა ეპიზოდში ასახული მთავარი სათქმელი.

 მოსწავლე ღრმად ჩასწვდა ტექსტის შინაარსს ,სრულიად გაიაზრა ეპიზოდში ასახული მთავარი სათქმელი.

არგუმენტირე

ბული მსჯელობა

მოსწავლეს არ შეუძლია საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად მოიშველიოს ლიტერატურული ტექსტები ,რეალური ფაქტები, მაგალითები პირადი ცხოვებიდან;

მოსწავლეს შეუძლია საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად მოიშველიოს ლიტერატურული ტექსტები ,თუმცა უჭირს რეალური ფაქტებისა და  მაგალითების დასახელება პირადი ცხოვებიდან;

მოსწავლეს შეუძლია საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად მოიშველიოს ლიტერატურული ტექსტები ,რეალური ფაქტები, მაგალითები პირადი ცხოვებიდან;

 

 

 

გასასვლელი ბარათები-თვითშეფასება.

 

გაკვეთილზე მე ვიყავი

აქტიური     პასიური

ჩემი მუშაობით მე

კმაყოფილი ვარ   არა ვარ კმაყოფილი

გაკვეთილი ჩემთვის იყო

საინტერესო    მოსაწყენი

გაკვეთილზე მე

დავიღალე     არ დავიღალე

გაკვეთილის თემა ჩემთვის იყო

გასაგები   გაუგებარი ნაწილობრივ გაუგებარი

 

 

 

 

 

ხელმოწერა : მ. ლაბაძე

თარიღი :12.11.2019

 

 

 

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

 https://drive.google.com/file/d/1ACEqZ2x74ZNCE4cgzzZmoDJP3G-Rawks/view?fbclid=IwAR2aDQN12YvDf__0OYhKiQ7eUrZgca5upk22aSgF0q2EsJ1rfdwqdNQq8Kw